Belive

გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისის ჩემპიონატში გააგრძელებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე ,,მონასტირში'' ითამაშებს. ინფორმაციას ტუნისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
,,საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და  ვარსკვლავმა, გიორგი ცინცაძემ კონტრაქტი აფრიკის ჩემპიონებთან გააფორმა. გიორგის აქამდე ბევრ გუნდში უთამაშია, მათ შორის საფრანგეთში, რუსეთსა და უკრაინაში,'' - წერია გუნდის სოციალურ ქსელში.
,,მონასტირი'' აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და გასულ სეზონში კონტინენტის საკალათბურთო ლიგის მოგებაც შეძლო - ტუნისელებმა ფინალში ანგოლური ,,პეტრო დე ლუანდა'' დაამარცხეს. გარდა ამისა, მიოდრაგ პერიშიჩის კლუბი ტუნისის მოქმედი ჩემპიონიცაა და ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული. ,,მონასტირში'' ირიცხება საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, მაიკლ დიქსონი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. გიორგი ცინცაძეს ნაოპერაციები ფეხის გამო, გასული სეზონი მთლიანად გაუცდა, თუმცა ქართველი გამთამაშებელი ფორმას იბრუნებს და საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაშიც იმყოფება, სადაც ზუროსის გუნდი ევრობასკეტისთვის ემზადება.

სხვა სტატიები