ბასკონიამ ბრეოგანი დაამარცხა | ბოლდუინს კვლავ შედეგიანი მატჩი ჰქონდა
ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "ბასკონიამ" "ბრეოგანი" 97:91 დაამარცხა.
მატჩში 35:26 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა, რომელიც ყველა კომპონენტში საკმაოდ შედეგიანიც იყო, მან ამ დროში 6 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 33 ქულით ჩიმა მონეკე იყო, 18-18 ქულა კი ჰქონდათ მარკუს ჰოვარდს და ტონი ნაკიჩს.
¡OTRA VICTORIA QUE SE QUEDA EN CASA! 🔥🔥
— Baskonia (@Baskonia) January 19, 2025
Volvemos a sumar en @ACBCOM : 8⃣✅#GoazenBaskonia pic.twitter.com/u6fe6AcCOb
"ბასკონიას" ესპანეთის ACB ლიგაში 16 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა (8 მოგება, 9 მარცხი), მომდევნო შეხვედრას კამარ ბოლდუინის გუნდი ევროლიგის ეგიდით ჩაატარებს, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება, მატჩი 23 იანვარს 23:45 საათზე გაიმართება.