გიორგი შერმადინს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა
ესპანეთის ლიგა ენდესას ბოლო, 34-ე ტურის შეხვედრაში ტენერიფე მანრესასთან 86:83 დამარცხდა.
გიორგი შერმადინს მატჩში მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, ქართველმა ცენტრმა 27:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო) და 8 მოხსნა მიითვალა.
გიორგის 1 ქულით აჯობა და 18 ქულა დააგროვა ბრუნო ფიტიპალდომ.
ტენერიფემ ლიგა ენდესა 50 ქულით და მე-3 ადგილით დაასრულა, ამ მატჩის შემდეგ პლეი-ოფი იწყება, 1/4-ფინალურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელის გუნდი ხოვენტუტ ბადალონას დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.
🧐 𝐓𝐞𝐫𝐦𝐢𝐧𝐚𝐦𝐨𝐬 𝐥𝐚 𝐟𝐚𝐬𝐞 𝐫𝐞𝐠𝐮𝐥𝐚𝐫 𝐞𝐧 𝐭𝐞𝐫𝐜𝐞𝐫𝐚 𝐩𝐨𝐬𝐢𝐜𝐢𝐨́𝐧, 𝐢𝐠𝐮𝐚𝐥𝐚𝐧𝐝𝐨 𝐞𝐥 𝐦𝐞𝐣𝐨𝐫 𝐩𝐮𝐞𝐬𝐭𝐨 𝐝𝐞 𝐧𝐮𝐞𝐬𝐭𝐫𝐚 𝐡𝐢𝐬𝐭𝐨𝐫𝐢𝐚.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) May 30, 2025
🔜 El @Penya1930 será nuestro rival en los 1/4 de final, serie al mejor de tres partidos con factor… pic.twitter.com/Zky2FnHFKi