Belive

გიორგი შერმადინს კარგი მატჩი ჰქონდა | ტენერიფემ ტოფასი დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "ლენოვო ტენერიფემ" "ტოფასი" 83:77 დაამარცხა.

გიორგი შერმადინის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო, ტენერიფემ მეორე მეოთხედი 9 ქულიანი სხვაობით დათმო (10:19), მესამე მეოთხედში 24:20, ხოლო ბოლო მეოთხედში 28:22 მოიგო და გამარჯვების ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხა.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 22:21 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით მარსელინიო უერტასი იყო. 21 ქულა ჰქონდა "ტოფასის" რიგებიდან ჯალილ ო'ბრაიანს, 20 ქულა კი კასიუს უინსტონს.

"ლენოვო ტენერიფე" შემდეგ შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატის (ACB) ეგიდით "ბასკეტ ჟირონას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 7 აპრილს გაიმართება. ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრაში, გიორგი შერმადინის გუნდი "ტოფასს" 10 აპრილს შეხვდება.

სხვა სტატიები