Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფემ გრანადა დაამარცხა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ლიგა ენდესას მე-16 ტურის მატჩში "გრანადა" 68:80 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა 26:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

მთლიანად მატჩში ყველაზე მეტი ქულა მარსელინიო უერტასს ჰქონდა, ბრაზილიელმა კალათბურთელმა 20 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ტენერიფემ ამ გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა (8 მოგება, 8 წაგება), შემდეგ შეხვედრას გიორგი შერმადინის გუნდი 6 იანვარს "ხოვენტუტ ბადალონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები