Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფემ დარუშაფაქა დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი გაიმართა. ესპანური ტენერიფე თურქულ დარუშაფაქას დაუპირისპირდა. გიორგი შერმადინის გუნდმა საკუთარ არენაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 72:63.

ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულის დაგროვება შეძლო, 2 ასისტი ჰქონდა, 1 მოხსნა და 1 ბლოკიც მიითვალა.

ყველაზე მეტი 21 ქულა მარსელინიო უერტას ჰქონდა 11 შედეგიან გადაცემასთან ერთად. 13 ქულა ჩააგდო დუშან რისტიჩმა, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა 11 მოხსნით. დარუშაფაქას რიგებიდან კი საუკეთესო 11 ქულით კაილი ალმანი იყო.

სხვა სტატიები