გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბარსელონა დაამარცხა და თასის 1/2-ფინალში გავიდა
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ'' ,,ბარსელონა'' 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:86 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა, რომელიც ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, 11 წუთში 5 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანისა და 3-დან 1 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო.
,,ტენერიფეს'' 22 ქულით, 6 მოხსნით, 6 პასითა და 1 ჩაჭრით მარსელინიო უერტასმა ულიდერა, ,,ბარსას'' რიგებში კი 17 ქულით, 7 ასისტითა და 5 მოხსნით ტომაშ სატორანსკი გამოირჩა.
შერმადინის გუნდის მეტოქე ნახევარფინალში ,,უნიკახა'' იქნება. მატჩი ხვალ გაიმართება და 21:30 საათზე დაიწყება.
კოპა დელ რეის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის ,,რეალია'', რომელმაც შარშან ფინალურ შეხვედრაში სწორედ ,,ბარსელონას'' მოუგო.
😤 ¡¡¡ Lo hemos hecho !!!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) February 13, 2025
💪 ¡¡¡ Qué orgullo de EQUIPO !!!
Competir sin miedo y SOÑAR sin límites ‼️
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/zEwy0sCMUf