Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ფინალში "ლენოვო ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა. გიორგი შერმადინის გუნდი 75:80 დამარცხდა და 2024 წლის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში პირველად "უნიკახა" გახდა.

ტენერიფელებმა პირველი ტაიმი 11 ქულიანი სხვაობით წააგეს და ამ ჩამორჩენამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია (10:16, 17:22), მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა, მესამე მეოთხედში 5 ქულით გაიმარჯვეს კიდეც 29:24, ხოლო ბოლო მეოთხედში "უნიკახამ" მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მისცა და ტენერიფემ მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობით 19:18 გაიმარჯვა, რაც საბოლოო ჯამში მატჩის შემოტრიალებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი შერმადინი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან 30:47 წუთში 16 ქულა (5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო), 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

ქართველ კალათბურთელზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კაილ გაის ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა და კენდრიკ პერის 17 ქულით.

სხვა სტატიები