Belive

გიორგი შერმადინის შედეგიანი მატჩი | ტენერიფემ ობრადოირო დაამარცხა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლიგა ენდესას (ACB) მე-19 ტურის მატჩში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "ობრადოირო" 86:97 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 30:31 წუთი ითამაშა, გიორგი შერმადინმა ამ დროში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა ბრუნო ფიტიპალდომ ჩააგდო. 15 ქულა ჰქონდა ჯორდან ჰოვარდს. 14-14 ქულა მარსელო უერტასმა და არტემ პუსტოვიიმ დააგროვეს.

გიორგი შერმადინის მსგავსად 13 ქულა ტომას სკრუბსს ჰქონდა.

"ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში 10 მოგებით და 9 მარცხით (20 ქულა) მე-7 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას გიორგი შერმადინის გუნდი 27 იანვარს "მურსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები