გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშს FIBA სახალისოდ გამოეხმაურა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, “სპორტის სასახლეში” გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 91:70 დასრულდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა - გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე 31:13 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, შერმადინმა 20 ქულის, 15 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. FIBA გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშს სახალისო პოსტით გამოეხმაურა. FIBA-მ შერმადინი კარიმ აბდულ ჯაბარს, არვიდას საბონისსა და შაკილ ონილს შეადარა.
View this post on Instagram