Belive

გიორგი შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო | ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "ბილბაო" 101:84 დაამარცხა.

თავდაპირველად შეხვედრაში "ბილბაო" ლიდერობდა და პირველი ტაიმი 4 ქულითაც მოიგო (20:21, 27:30), მაგრამ ტენერიფემ თამაშის შემოტრიალება მალევე შეძლო და მესამე მეოთხედში უკვე უპირატესობაც მოიპოვა, მეტოქეს 6 ქულით გაასწრო (25:15), ხოლო ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა და 29:18 მოიგო.

მატჩში საუკეთესო (MVP) იყო გიორგი შერმადინი, მან 25:52 წუთი ითამაშა და 25 ქულა (10-დან 9 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 ასისტი და 4 ჩაჭრა დააგროვა.

"ლენოვო ტენერიფე" ACB ლიგა-ში 38 ქულით (19 მოგება, 10 მარცხი) მე-4 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 17 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მესამე მატჩში "ტოფასს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები