გიორგი შერმადინი ესპანეთში იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელი გახდა
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს შერმადინის თვის MVP-ის მე-12 ტიტულია, რაც თავისივე რეკორდის გაუმჯობესებაა, აღნიშნული რეკორდი ქართველმა ცენტრმა შარშან დაამხო, როცა ესპანური ლიგის თვის MVP მე-11-ედ გახდა. იანვარში გამართულ მატჩებში შერმადინი საშუალოდ 17,3 ქულასა და 8,3 მოხსნას აგროვებდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ლიგაში საუკეთესო შედეგია.