Belive

კერი: ,,1992 წელი აღარ არის''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა, გერმანიასთან მარცხზე ისაუბრა:

,,ახლა 1992 წელი აღარაა. მთელ მსოფლიოში უკეთესი მოთამაშეები და ნაკრებები არიან. მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მოგება ადვილი არ არის.

 

გერმანიას ვულოცავ! მათ ფანტასტიკურად ითამაშეს. ყოველ ჯერზე, როცა გაქცევის ზღვარზე ვიყავით, ისინი დიდებულად ისროდნენ. ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ბოლომდე იბრძოლეს!'' - განაცხადა კერმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა ამერიკას 113:111 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც სერბეთს შეხვდება.

კერის გუნდი კი ხვალ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კანადას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები