Belive

FIBA | მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ძალთა თანაფარდობა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ძალთა თანაფარდობის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ოფიციალური რეიტინგისგან განსხვავებულია. 

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ქვეყანა იასპარეზებს. ძალთა თანაფარდობის რეიტინგში კი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 23-ე პოზიციას იკავებს. 

ნომერი 23 - საქართველო

მსოფლიო თასზე ასპარეზობის რაოდენობა: 1

საუკეთესო შედეგი: 1 ასპარეზობა

მსოფლიო რეიტინგი: 32-ე

ახალგაზრდების შედეგს თუ გავითვალისწინებთ, არც ისე კარგი პოზიციაა. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ვხედავთ გუნდს, რომელსაც შეუძლია ლიეტუვას 100+ ქულა ჩაუგდოს, თორნიკე შენგელიამ კი 30-ქულიანი მატჩი შემოგვთავაზოს.

უფრო ნათელი სურათი მომავალ კვირას გვექნება, როდესაც ისინი იაპონიაში გაემგზავრებიან და ფინალურ მოსამზადებელ თამაშში ავსტრალიას დაუპირისპირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმ მატჩში 100+ ქულას დააგროვებს, მომავალ რეიტინგში საუკეთესო თხუთმეტეულში დავასახელებთ.

FIBA-ს ძალთა თანაფარდობის 12 საუკეთესო ნაკრები: აშშ, საფრანგეთი, ავსტრალია, სლოვენია, გერმანია, ესპანეთი, კანადა, იტალია, სერბეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ფინეთი, ლიეტუვა. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. 

სხვა სტატიები