Belive

მარცხი 56 ქულით - საქართველოს ნაკრების მეტოქე ავსტრალიასთან განადგურდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ავსტრალიამ ვენესუელის ნაკრები, 56-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:41 გაანადგურა. 

ვენესუელა მთელი მატჩის განმავლობაში ავსტრალიის ნაკრების ფონზე, ძალიან ცუდად და უსუსურად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების მეტოქე ავსტრალიის წინააღმდეგ ძალიან ცუდ დაცვას თამაშობდა და მათ პერიმეტრი თითქმის საერთოდ ვერ ამოკეტეს - შედეგი კი სახეზეა. 

ვენესუელელებმა 3-ქულიანის საშინელი პროცენტი აჩვენეს (16.7%). სამხრეთ ამერიკელებმა 36 ნასროლი სამქულიანიდან კალათში მხოლოდ ექვსის მოთავსება შეძლეს. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვენესუელამ ავსტრალიის ნაკრებთან ყველა მეოთხედი დათმო, მეორე და მესამე მეოთხედებში კი მხოლოდ 7 და 4 ქულის ჩაგდება შეძლეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე, ამხანაგურ მატჩს ავსტრალიასთან გამართავს. მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ვენესუელას დაპირისპირება 30 აგვისტოს შედგება.

 

სხვა სტატიები