Belive

FIBA-მ თურქეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, თურქთა მთავარ მწვრთნელს ერგინ ატამანს სხვადასხვა საკითხზე ჰქონდა პრეტენზია. მან განაცხადა, რომ ყველაფერს გაასაჩივრებდა და FIBA-ს საქმეში ჩართვას სთხოვდა.

ატამანი ყველაზე მეტად ყურადღებას იმ ეპიზოდზე ამახვილებდა, სადაც სანაძისა და კორკმაზის დაპირისპირების დროს, არბიტრებს ტაბლოს გაჩერება დაავიწყდათ. ფიბამ თურქეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ 22 წამის დაკლების შემთხვევაში ტექნიკური შეცდომა მოხდა მსაჯის მხრიდან, რაც არ შეცვლიდა თამაშის საბოლოო შედეგს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გუშინ პირველი გამარჯვება მოიპოვა, სადაც თურქეთის ნაკრები 83:88 დაამარცხა.

სხვა სტატიები