Belive

FIBA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - აშშ რეიტინგის სათავეში დაბრუნდა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, FIBA-მ საერთაშორისო მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ცვლილებაა.  

მთავარი ცვლილება მსოფლიო რეიტინგის სათავეშია, სადაც ესპანეთის ნაკრებმა ლიდერობა დაკარგა და პირველი ნომერი კვლავ აშშ-ს ნაკრები გახდა. 

 

განახლებული რეიტინგი

რეიტინგის მეორე ნომერი ესპანეთის ნაკრებია, მათ ანგარიშზე 778.2 სარეიტინგო ქულაა. 

მესამე ადგილზე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული - გერმანიის ნაკრები გადავიდა, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდნენ.

მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლეს ავსტრალიელებმა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი სერბეთის ნაკრები კი, მეექვსე პოზიციიდან მე-5-ზე აღზევდა. 

9 რეიტინგით წინ წაიწია კანადის ნაკრებმა და ახლა მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერია. მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა არგენტინის ნაკრები, რომლებიც ბოლოს რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებდნენ. 

ყველაზე დიდი წინსვლა კი ლატვიის ნაკრებს აქვს, წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლატვიელები მსოფლიო რეიტინგში 30-ე პოზიციიდან მე-8 ადგილზე გადავიდნენ. 

მე-9 პოზიციას იკავებს საფრანგეთის ნაკრები, რომლებიც 4 საფეხურით დაქვეითდნენ. მეათე ადგილზე კი ლიეტუვის ნაკრებია, მათ ანგარიშზე 715.5 სარეიტინგო ქულაა. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულიდან გავიდნენ სლოვენიის, საბერძნეთისა და იტალიის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 10 საფეხურით დაწინაურდა და ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 22-ე ადგილზე ვიმყოფებით.

სხვა სტატიები