Belive

FIBA Eurobasket 2022 - ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიძლიერე

2 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
FIBA Eurobasket 2022-ის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი - იდეალური დროა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 24 გუნდის სიძლიერეს გადავხედოთ. Eurobasket-ზე მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საკალათბურთო გუნდების წინასწარი შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა. შესაბამისად, გულშემატკივრებსა და მიმომხილველებს საშუალება მიეცათ გაიგონ, თუ ვისი ნახვა იქნება შესაძლებელი უდიდეს სცენაზე. Eurobasket 2022-ზე, რომლის თანამასპინძელი საქართველოა, ევროპის 24 რჩეული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საკალათბურთო მიმომხილველებმა, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 ნაკრების რეიტინგი შეადგინეს. სიძლიერის მიხედვით შედგენილი რეიტინგის ფსკერზე (24) ნიდერლანდები აღმოჩნდა, პირველ ადგილს კი სლოვენია იკავებს. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რომელ პოზიციაზეა განთესილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები. საქართველოს ნაკრების კუთვნილი პოზიციის ნახვის შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ობიექტური პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ რეიტინგია. ისტორია გვკარნახობს, რომ სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს - ქვეყნების რეალურ სიძლიერეს საკალათბურთო პარკეტზე ვიხილავთ.
RxyWgLy0KECGdC1vKBdkQA

24 - ნიდერლანდები 23 - ესტონეთი 22 - ბულგარეთი 21 - უნგრეთი 20 - დიდი ბრიტანეთი 19 -  უკრაინა 18 - ბელგია 17 - მონტენეგრო 16 - ბოსნია და ჰერცეგოვინა 15 - პოლონეთი

14 - საქართველო

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მშობლიურ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე იასპარეზებს. თბილისში, სპეციალურად ევრობასკეტისათვის აშენებული საკალათბურთო არენა A-ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულ არენაზე თამაშის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს უკვე მიეცა. სადებიუტო მატჩი ისტორიული გამოდგა, რომელშიც საქართველომ ესპანეთი 82:76 დაამარცხა. გასულ თვეს, ესპანეთის დამარცხებით საქართველომ დიდებული გამარჯვების გემო უკვე იგრძნო, თუმცა, ევრობასკეტზე რადიკალურად განსხვავებული ვითარება იქნება. გოგა ბითაძე თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ტანდემს შეუერთდება, რის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეტევა ეყოლება.
294721120_1208242503294875_1308008587924631064_n

13 - ისრაელი 12 - ფინეთი 11 - ხორვატია 10 - ჩეხეთი 9 - გერმანია 8 - იტალია 7 - თურქეთი 6 - ესპანეთი 5 - ლიეტუვა 4 - სერბეთი 3 - საბერძნეთი 2 - საფრანგეთი 1 - სლოვენია შეგახსენებთ, საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის A-ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, "თბილისი არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები