FIBA | ახალ არენაზე გამართულ სადებიუტო მატჩში, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
2 წლის წინ
კალათბურთი
5 წთ
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა. შენგელიამ თამაშში 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
- საქართველო 82:76 ესპანეთი (მიმოხილვა)
- ილიას ზუროსის ემოციები ტაიმაუტის დროს | VIDEO
- თორნიკე შენგელია: ,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ”
- ,,ღამე მშვიდობისა” – უცხოელი კომენტატორი მაკფადენის სამქულიანზე | VIDEO
"ჩვენ, ვიცოდით, რომ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი არამხოლოდ უკრაინის ნაკრებთან მარცხის, არამედ ესპანელებთან სტუმრად 20 ქულაზე მეტი სხვაობით წაგებული შეხვედრის შემდეგაც. გვინდოდა, რომ აქ, სახლში, ჩვენს ახალ დარბაზში პირველ საშინაო მატჩში გაგვემარჯვა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მოგვეპოვებინა ეს გამარჯვება. ვამაყობ ჩვენი გუნდით, სამწვრთნელო შტაბითა და ნაკრების მთელი შემადგენლობით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით", – აღნიშნა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერჯიო სკარიოლომაც შეაქო. შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი სკარიოლოს უყურადღებოდ არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ სკარიოლო "ვირტუს ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებს - გუნდის, რომელშიც შენგელია ასპარეზობს და იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს.
"თოკომ ჭკვიანურად ითამაშა. ფაქტობრივად, მას სწორედ ამას ვასწავლი. კარგად გამოიყურებოდა და მისი დამსახურება უნდა აღვნიშნოთ. ის გუნდის დიდი ლიდერია და საქართველოსთვის მისი გუნდში ყოფნა ძალიან კარგია. დიდებული გულშემატკივრობა იყო, ქომაგები საკუთარ გუნდს ამხნევებდნენ, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. ეს ძალიან მოგვეწონა და სექტემბერში აქ დაბრუნებას მოუთმენლად ველით", – განაცხადა სკარიოლომ.საქართველოსა და ესპანეთს შორის გამართული მატჩის მე-4 პერიოდი განსაკუთრებით დრამატული გამოდგა. დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება და სოლიდური სხვაობით დაწინაურება ვერცერთმა ნაკრებმა შეძლო - საბოლოოდ, დარიო ბრიზელამ 3-ქულიანით ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. ოვერტაიმში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გმირად რატი ანდრონიკაშვილი მოევლინა, რომელმაც დამატებით ტაიმში 8 ქულა დააგროვა. ასევე აღნიშვნის ღირსია ტად მაკფადენის მიერ ზუსტად შესრულებული ორი 3-ქულიანი.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უასპარეზია. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ნაკრებს მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლის იდეალური შანსი აქვს - საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში, საქართველო L-ჯგუფში იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ იასპარეზებს.The party is just getting started in Tbilisi as @_GeoBasketball 🇬🇪 hand Spain their 1st loss in the #FIBAWC European Qualifiers in the brand new Tbilisi arena! 🍾#WinForGeorgia pic.twitter.com/lmA60wo66m — FIBA Basketball World Cup (@FIBAWC) July 4, 2022