ევროლიგის სეზონის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელიამ 15 ქულა მოაგროვა
ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, 34-ე ტურში, ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,მილანს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89-84 დაამარცხა.
მატჩში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ დანი ჰაკეტს ჩამორჩა.
,,ვირტუსმა'' სეზონი 14 მოგებითა და 20 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზე დაასრულა და, სამწუხაროდ, პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო.
VITTORIA ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 13, 2023
La Segafredo torna alla vittoria proprio all’ultima giornata di Eurolega nel derby tutto italiano contro Milano 🔥🔥
🔢 Hackett 25, Belinelli 21, Shengelia 15, Jaiteh 13#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/05kkqqjhBe