Belive

ევროლიგა არ აპირებს ტრანსფერებში NBA-ის მოდელი გამოიყენოს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მწვრთნელთა საბჭოს დირექტორმა, გორან შაშიჩმა TV Prva-ს ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იმუშავებს სატრანსფერო პოლიტიკა ევროპაში. მისი თქმით, ევროლიგა არასდროს მიიღებს "ტრეიდების" ისეთ სისტემას, როგორსაც NBA იყენებს.

ჩვენ არანაირად არ მივიღებთ NBA-ის მოდელს. ამერიკის შეერთებული შტატები ერთი ქვეყანაა ერთი კანონით, ამიტომ მათ მოდელს მხოლოდ იქ შეუძლია ფუნქციონირება. ერთადერთი რაც გვინდა ისაა, რომ კალათბურთელებს უფრო ადრე შეეძლოთ კლუბის გამოცვლა და არა მხოლოდ მე-17 ტურიდან. ჩვენ არ გვინდა სპორტსმენებს ისე მოვექცეთ, როგორც მონებს და არ ჰქონდეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ, სად უნდათ თამაში.

თუ A კლუბი მოთამაშესთან გაწყვეტს კონტრაქტს, B კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ კალათბურთელი დათანხმდება. ეს არის უცვლელი იდეა და მინდა ჩაერთოს ყველა კლუბი, მწვრთნელები და კლუბის მფლობელები - განაცხადა გორან შაშიჩმა

რამდენიმე დღის წინ, შაშიჩსა და ევროლიგის მოთამაშეთა კავშირის დირექტორს შორის გაუგებრობა მოხდა, როცა ინიციატივა, რომელიც მე-17 ტურამდე კალათბურთელების კლუბის ცვლილებას ეხებოდა, არასწორად იქნა აღქმული. შაშიჩმა განაცხადა, რომ მათ შორის სატელეფონო ზარი შედგა და გაუგებრობა 2 წინადადებით გაირკვა.

21-ე ტურის შემდეგ ევროლიგას "რეალი" ლიდერობს, ესპანურ გრანდს მხოლოდ 2 მარცხი აქვს. მეორე ადგილზე "ბარსელონაა" 15 მოგებით, მესამე ადგილზე კი თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" იმყოფება. კლუბებმა მოთამაშეების დამატება/გაშვება მე-17 ტურის შემდეგ დაიწყეს, შაშიჩის ინიციატივა კი მხოლოდ ამ წესის შეცვლას გულისხმობდა.

სხვა სტატიები