Belive

Eurohoops: სანდრო მამუკელაშვილი ევრობასკეტის გამორჩეული დებიუტანტია

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ცნობილმა საკალათბურთო მედია პორტალმა "eurohoops"-მა გამოაქვეყნა ევრობასკეტის გამორჩეული დებიუტანტების TOP 10-ეული, სადაც ერთ-ერთი მთავარი ადგილი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელს - სანდრო მამუკელაშვილს უკავია.

"Pallacanestro Biella"-ში გატარებული ახალგაზრდული წლებიდანვე ნათელი იყო, რომ ბიჭს, რომელიც ნიუ იორკში დაიბადა მაგრამ თბილისში გაიზარდა ბრწყინვალე მომავალი ელოდა. "სეტონ ჰოლში" მიღებული კოლეჯის კალათბურთის გამოცდილების შემდეგ, სადაც მისი თანამემამულის ზაზა ფაჩულიას მფარველობით სარგებლობდა, 2021 წლის დრაფტზე იგი "მილუოკი ბაქსმა" შეარჩია და ნათელი გახდა, რომ ბედისწერამ სწორი მიმართულება ჰპოვა. ალექსანდრე (სანდრო) მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იქნება, რომელსაც თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს ასპარეზობა - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიდერანდების წინააღმდეგ შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო. მაკფადენისა და შერმადინის კავშირით, საქართველოს ნაკრები უზომო გამოცდილებას იღებს, მაგრამ 1999 წლის კლასს, გუნდში სიახლე და შეტევაში მეტი პოტენციალი შეაქვს. მამუკელაშვილი სასტარტო "პაუერ ფორვარდი" იქნება და ვვარაუდობთ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს".

ევრობასკეტი პირველ სექტემბერს დაიწყება. A ჯგუფის პირველი მატჩი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, 15:30 საათზე, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გაიმართება. საქართველო კი პირველ შეხვედრას 21:00 საათზე, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები