Belive

Eurohoops: "ქულების ქართველი მანქანა ისტორიულ შედეგს უახლოვდება"

11 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "ტენერიფეს" ლიდერის - გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

Eurohoops-ი შერმადინს "ქულების ქართველ მანქანას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა.

გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს.

ამ დროისათვის ქართველი ცენტრის აქტივში 891 ქულაა - პირველ ადგილს კი ვოიცეხ ჰრუბანი (996) იკავებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელოვანმა ჩეხმა კალათბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 996 ქულის დაგროვება 6 სეზონის განმავლობაში შეძლო - შერმადინს 891 ქულის დასაგროვებლად 4 სეზონი დასჭირდა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მექულეები

1. ვოიცეხ ჰრუბანი - 996 ქულა.

2. გიორგი შერმადინი - 891 ქულა.

3. ლევი რენდოლფი - 797 ქულა.

4. დევიდ ჰოლსტონი - 797 ქულა.

5. ტიმ აბრომაიტისი - 758 ქულა.

6. მირო ბილანი - 758 ქულა.

7. ტაირუს მაკგიი - 751 ქულა.

"ორი კალათბურთელი, რომელიც კორტზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება, ისტორიული შედეგის ზღვარზეა. ქულების ქართველი მანქანის ანგარიშზე 891 ქულაა და იდეალური შანსი აქვს იმისთვის, რომ ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდეს, რომელიც 900-ქულიან ნიშნულს გადასცდება. "ჰაპოელის" გამორჩეული მოთამაშე ლევი რენდოლფია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 797 ქულა აქვს დაგროვებული და 800-ქულიან ნიშნულთან პრაქტიკულად აღარაფერი აშორებს", - Eurohoops.

12 მაისს, ოთხთა ფინალის ეგიდით "ტენერიფე" "ჰაპოელს" დაუპირისპირდება - შერმადინსა და რენდოლფს კი ბრწყინვალე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირონ.

სხვა სტატიები