ესპანეთის ნაკრებმა მონტენეგრო მარტივად დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი თურქეთსა და ბელგიას შორის გაიმართა, სადაც ატამანის გაწვრთნილმა გუნდმა მოწინააღმდეგე მარტივად 63:78 დაამარცხა.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ესპანეთმა ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მონტენეგრო 17 ქულიანი უპირატესობით, 65:82 დაამარცხა. ამ გამარჯვებით სკარიოლოს გუნდმა 7 ქულა მოაგროვა და ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
ხვალ მონტენეგროს ნაკრების საქართველოს დაუპირისპირდება. თუმცა, დღეს საქართველოს არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის წინ, ბულგარეთის წინააღმდეგ. ეს მატჩი 21:00 საათზე გაიმართება.