2-დან 2 მარცხი - საქართველოს ნაკრებმა შინ სერბეთთან წააგო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63:76 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს 17 ქულით, 7 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით თორნიკე შენგელიამ ულიდერა. 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა იყო ჯო ტომასონის ანგარიშზე. ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც 6 ქულას, 6 ასისტსა და 4 მოხსნას მოუყარა თავი.
სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში 16 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით მარკო გუდურიჩი გამოირჩა.
ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ორიდან ორი მარცხი აქვს (პირველ ტურში დანიასთან სტუმრად დავმარცხდით) და ჯგუფის ბოლო, მე-4 პოზიციაზეა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ შეხვედრას 21 ნოემბერს, ფინეთთან სტუმრად გამართავს.