Belive

ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სერხიო სკარიოლომ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისა და ევრობასკეტი 2022-ისთვის, წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. ესპანეთის განაცხადში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 3 მოთამაშე მოხვდა. ესპანელთა 23-კაციან განაცხადში ისეთი სახელოვანი კალათბურთელები მოხვდნენ, როგორიცაა: რუდი ფერნანდესი, უსმან გარუბა, ხუანჩო ჰერნან გომესი, ვილი ჰერნან გომესი, სერხიო ლული და ნაკრებში ახლად დამატებული “იუნიქს ყაზანის” მცველი ლორენცო ბრაუნი.

ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების სრული შემადგენლობა


ესპანეთი
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთ ჯგუფში მიიღებენ მონაწილეობას. ქართულ-ესპანური დაპირისპირება 3 სექტემბერს, 21:00 საათზე შედგება.
 

სხვა სტატიები