Belive

"ეს მიმებში მოხვდება" - შაკილ ო'ნილმა ოთხი წყლის ბოთლი ერთ ხელში დაიკავა, ერთბაშად ორი მათგანი კი დალია (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს ლეგენდამ და ამჟამად საკალათბურთო ექსპერტმა, შაკილ ო'ნილმა გადაწყვიტა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდის, კავაი ლეონარდისთვის ეპასუხა. ამ უკანასკნელმა, მატჩის მიმდინარეობისას, ხელში ერთბაშად ორი წყლის ბოთლი დაიკავა, რაც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულმა ცენტრმა TNT-ის ეთერში ყოფნისას, ერთ ხელში 4 წყლის ბოთლი დაიკავა, ორი მათგანი კი ერთ ჯერზე დალია. 4 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელის ამ ქმედებამ შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მიიღოს და მას კავაის გამოწვევა ეწოდოს.    
Sports Illustrated on Twitter: "Kawhi Leonard: Professional water bottle  holder… "

სხვა სტატიები