"ჩვენს დროში მას ქათმის წვნიანად ვაქცევდით" - ო'ნილი ვემბანიამაზე
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის ლატარია და პირველი პიკი “სან ანტონიო სპურსმა” მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი “უცხოპლანეტელად” და საუკუნის ტალანტად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა გახდება.
NBA-ს 4-გზის ჩემპიონი და ამჟამად საკალათბურთო მიმომხილველი - შაკილ ო'ნილი, ფრანგი ვარსკვლავის შესახებ სახალისო კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ მის დროში ვემბანიამას მარტივად დაჩაგრავდნენ. "შაკმა" დრაფტის მომავალ პირველ პიკზე, "The Rick Eisen Show"-ში ისაუბრა.
"ჩვენს დროში მას ხელს ვკრავდით და უბრალოდ დავასრულებდით - ქათმის წვნიანად ვაქცევდით. სამწუხაროდ, ახლა განსხვავებულ კალათბურთს თამაშობენ. ამიტომ, ვემბანიამას ყველაფერი გამოუვა - მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ".
შეგახსენებთ, NBA-ს ექსპერტები ვემბანიამას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ – “ვემბი” ლებრონ ჯეიმსის (2003) შემდეგ ყველაზე დიდ ტალანტადაა მიჩნეული