ეს ის ლუკა აღარაა - ახლა რას იტყვის დალას მავერიქსის ხელმძღვანელობა?!
ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელმა, ლუკა დონჩიჩმა, ორშაბათს ინტერნეტ სივრცე ააფეთქა. მან ჟურნალ „მენს ჰელსის“ უახლესი გარეკანი დაამშვენა და თავისი სხეულის ტრანსფორმაცია აჩვენა.
თებერვლის დასაწყისში, დალას მავერიქსიდან ლეიკერსში გაცვლის შემდეგ, დონჩიჩმა ბოლო ხუთი თვის უმეტესი ნაწილი წონის კონტროლისა და ფიზიკური მომზადების სპეციალურ რუტინას დაუთმო. ESPN-მა თავიდანვე დაწერა, რომ ეს ორივე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც მავერიქსმა დონჩიჩი გაუშვა - მათ არ სჯეროდათ, რომ სლოვენიელი კალათბურთელი ფორმაში ჩადგომას მოახერხებდა.
Our digital cover star, Luka Doncic, ready to take his game (and the Lakers) to new levels of dominance. And this summer shred has been years in the making.https://t.co/aB19DY7rrL pic.twitter.com/bjVsf1ampI
— Men's Health Mag (@MensHealthMag) July 28, 2025
"მენს ჰელსის" სტატიაში დონჩიჩმა გაამხილა, რომ მკვეთრად შეცვალა დიეტა - დაბალშაქრიან, გლუტენის გარეშე საკვებზე გადავიდა და გაზარდა ცილის მიღება დღეში 250 ან მეტ გრამამდე, ასევე გაზარდა ვარჯიშების სიხშირე და ინტენსივობა.
მიუხედავად იმისა, რომ დონჩიჩის ტრანსფორმირებული სხეული სოციალურ მედიაში დიდი სასაუბრო თემაა, The Athletic-ის ჟურნალისტმა დენ ვოიკმა სამშაბათს განაცხადა, რომ დონჩიჩს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ფორმაში ჩადგომა და ზედმეტი წონის დაკლება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ გუნდში ითამაშებდა 2025 წელს.