Belive

ერიკ სპოელსტრამ მაიამი ჰიტთან 8 წლიანი 120 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ერიკ სპოელსტრამ "მაიამი ჰიტთან" 8 წლიანი 120 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი სპორტული მიმომხილველი და რეპორტიორი ადრიან ვოინაროვსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. აღნიშნული კონტრაქტი ჩრდილოეთ ამერიკის სამწვრთნელო ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა. ის მეორეა გრეგ პოპოვიჩის შემდეგ (19 მილიონი დოლარი სეზონში), რომელსაც ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს.

NBA-ს მოქმედ მთავარ მწვრთნელებში რეგულარულ სეზონში გამარჯვებებით ერიკ სპოელსტრა მესამეა გრეგ პოპოვიჩის და რიკ კარლაილის შემდეგ, რომელსაც ყველაზე მეტი მოგება აქვს (725), ისტორიის განმავლობაში კი მეცხრამეტეა.

პლეიოფებში გამარჯვებებითაც მოქმედ მწვრთნელებში მხოლოდ გრეგ პოპოვიჩს ჩამორჩება, ისტორიაში მეხუთეა. მაიამის მთავარ მწვრთნელს 109 მოგება აქვს.

53 წლის სპეციალისტი მაიამის მთავარ მწვრთნელად 2008 წლიდან მუშაობს, რა დროშიც 2-ჯერ (2012,2013 წლებში) "ჰიტთან" ერთად NBA-ს ჩემპიონობა იზეიმა და ექვსჯერ NBA-ს ფინალი ითამაშა.

სხვა სტატიები