მამუკელაშვილის 19 ქულა და 9 მოხსნა ფინიქსთან
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, "ფინიქსი" "სან ანტონიოს" დაუპირისპირდა და 117:98 გაიმარჯვა. "სპურსის" შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
პარკეტზე გატარებულ 25:09 წუთში, სანდრო მამუკელაშვილმა 19 ქულის, 9 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. კარგი თამაშის მიუხედავად, მამუკელაშვილმა "სპურსი" მარცხისგან ვერ იხსნა.