Belive

დუეინ უეიდს მაიამი ჰიტი ბრინჯაოს ქანდაკებას დაუდგამს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მაიამის არენის წინ დუეინ უეიდის ქანდაკება დაიდგმება, ეს "მაიამი ჰიტის" პრეზიდენტმა პატ რაილიმ გამოაცხადა. ეს იქნება პირველი შემთხვევა "ჰიტის" ფრენჩაიზის ისტორიაში, როდესაც კალათბურთელს ქანდაკებას უხსნიან.

როდესაც 2020 წლის თებერვალში მისი (დუეინ უეიდის) მაისური ხმარებიდან ამოვიღეთ, მე ვთქვი, რომ დუეინი სამუდამოდ დარჩებოდა ფრენჩაიზის სახედ და სწორედ ამას ვგულისხმობდი. დუეინის მემკვიდრეობა ძალიან დიდია და მე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი, რათა პატივი მიმეგო მისთვის. - პატ რაილი - "მაიმი ჰიტის" პრეზიდენტი

გახსნის ცერემონია 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილია.

ქანდაკება ცნობილი მოქანდაკეების ომრი ამრანის და ოსკარ ლეონის მიერ შესრულდება. მათი შექმნილია ასევე მაიკლ ჯორდანის, შაკილ ო'ნილის, დირკ ნოვიცკის და კარიმ აბდულ-ჯაბარის ქანდაკებები.

დუეინ უეიდი "მაიამი ჰიტის" შემადგენლობაში 16 სეზონიდან 15-ში თამაშობდა. მან 3-ჯერ მოიგო NBA-ს მთავარი ტიტული, იყო NBA-ს ფინალის MVP, NBA-ის All-Star-ის MVP და 13 All-Star-ში მიიღო მონაწილეობა.

ამერიკელ კალათბურთელს 1054 კარიერულ რეგულარულ მატჩში საშუალოდ დაგროვებული აქვს 22.0 ქულა, 5.4 პასი, 4.7 მოხსნა, 1.54 ჩაჭრა და 33.9 წუთი.

სხვა სტატიები