დუდა სანაძის 30 ქულა - ანორთოსისმა სტუმრად ახილეასს მოუგო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში ,,ახილეასმა'' ,,ანორთოსისს' უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:103 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა სტუმართა ქართველმა უკანახაზელმა, დუდა სანაძემ, რომელმაც არასრულ 36 წუთში 30 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
დუდამ მატჩში 10-დან 4 სამქულიანი, 12-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
,,ანორთოსისი'' 8 მოგებითა და 9 მარცხით კვიპროსის A დივიზიონის მე-6 პოზიციაზეა. დუდა სანაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 მარტს, ,,ეტას'' წინააღმდეგ გამართავს.
🏀Νικηφόρο πέρασμα της Anorthosis Basketball Club από την έδρα του Achilleas Kaimakliou στο αποψινό παιχνίδι για την 20η αγωνιστική της ΟΠΑΠ Basket League με 103-80.#CyprusBasketballhttps://t.co/kTqN19witV
— Cyprus Basketball Federation (@BasketCyprus) February 16, 2023