დუდა სანაძე კარიერას ბერძნულ კლუბში გააგრძელებს
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსროლელი, დუდა სანაძე, კარიერას საბერძნეთის რანგით მეორე ჩემპიონატში (ელიტ ლიგა) გააგრძლებს. 32 წლის კალათბურთელი "ესპეროს ლამიასმა" დაიმატა. ამ გუნდში დუდა მეორე უცხოელი კალათბურთელია ამერიკელ რაიან ალენთან ერთად.
დუდას კონტრაქტი მექსიკურ "ჰალკონესთან" აკავშირებდა, თუმცა გასულ სეზონში ქართველმა მხოლოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და კლუბს დაემშვიდობა. სანაძეს 3 კონტინენტის 10 სხვადასხვა ქვეყანაში უთამაშია. 2012 წლიდან ის რეგულარულად იცავს ნაკრების ღირსებას, მანამდე კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.
ესპეროს ლამიასი ელიტ ლიგის მე-13 ადილზეა (16-გუნდიანი ჩემპიონატი), კლუბს 5 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს.