Belive

დრეიმონდ გრინი 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მოთამაშეს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პარკეტზე დაბრუნება შეეძლება. 33 წლის დრეიმონდ გრინს, რომელიც პარკეტზე ხშირი კონფლიქტებითაა ცნობილი, ბოლო პერიოდში უკვე 2 სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

გრინმა 12 დეკემბერს "ფინიქს სანსის" ცენტრს, ნურკიჩს სათამაშო სიტუაციის დროს სახეში დაარტყა, მანამდე ორი კვირით ადრე კი რუდი გობერს "ახრჩობდა". პირველ შემთხვევაში ამერიკელს 5 თამაშის გამოტოვება მოუხდა, მეორე შემთხვევაში კი NBA-ის გადაწყვეტილებით მას "განუსაზღვრელი ვადით" აეკრძალა კალათბურთის თამაში.

როგორც ცნობილია, NBA-ის 4-გზის ჩემპიონმა კონსულტაციები მრჩეველთან ერთად გაიარა როგორც საკუთარი კლუბის, ასევე NBA-ის წარმომადგენლებთან. გრინმა თერაპიის კურსი მას შემდეგაც უნდა გაიაროს, რაც თამაშს დაუბრუნდება.

გოლდენ სტეიტმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კრის პოლი მაჯის მოტეხილობის გამო დაკარგა და მას ოპერაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება. "ოქროსშტატელები" დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზე არიან და ძალიან სჭირდებათ ძლიერი მოთამაშეების დახმარება, ამიტომ სავარაუდოა, რომ გრინი 8 იანვარს, "ტორონტოს" წინააღმდეგ დაბრუნდება.

სხვა სტატიები