Belive

Draft Combine - მამუკელაშვილის 9 ქულა და ექსპერტების დადებითი გამოხმაურება

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA 2021 წლის დრაფტისთვის ემზადება. ზაფხულში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრას ორ ქართველი - სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი ცდილობენ. გაცილებით დიდი შანსი აქვს მამუკელაშვილს, რომელმაც გუშინ Draft Combine-ზეც ითამაშა. ჩიკაგოში ერთმანეთს G ლიგისა და კოლეჯების განორჩეული მოთამაშეები დაუპირისპირდნენ. სანდროს გუნდი 76:57 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 21 წლის ფორვარდის თამაშს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"პირველ რაუნდში არა, მაგრამ, მეორე რაუნდის საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, მამუკელაშვილს აირჩევენ. ის 211 სმ-ია, კარგად ატარებს ბურთს და ისვრის სამიანებს," - წერს სტივ პოპერი. "სანდროს პირველ რაუნდში არ ირჩევენ?! ამ დრაფტზე მასზე უკეთესი 30 კალათბურთელიც არ არის," - ვკითხულობთ ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტში.

სხვა სტატიები