სან ანტონიოში სანდრო მამუკელაშვილის მურალი გამოჩნდა
თუ გსურთ მოინახულოთ "სან ანტონიო სპურსთან" დაკავშირებული ნამუშევრები, შეგიძლიათ მანქანით ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიხვიდეთ და, სავარაუდოდ, იპოვით კიდეც. თუმცა არის ერთი ვარიანტი, პირდაპირ ქალაქის სამხრეთში, Rudy's Seafood-ს ეწვიოთ, სადაც ყველაფერი ერთად დაგხვდებათ.
ზღვის პროდუქტების პოპულარული რესტორანი მურალების დიდი კოლექციით ამაყობს, აქ პატივს სცემენ მოთამაშეებს წარსულიდან და თანამედროვე დროიდან. შეხვდებით დევიდ რობინსონს, მანუ ჯინობილს, კელდონ ჯონსონს, დევინ ვესელს, ვიქტორ ვემბანიამას და ჯერემი სოჩანს. აქ სპურსის თილისმას, კოიოტსაც კი აქვს საკუთარი ადგილი კედელზე.
ახლა კი მათ რიგებს ფანების ფავორიტი შეუერთდა: ახალი მურალი სანდრო მამუკელაშვილისაა.
ძალიან ბედნიერი ვარ. არა მგონია საქართველოში მურალი მქონდეს, ამიტომ მისი ქონა სან ანტონიოში, ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ავტორს, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ნამუშევარს. როცა ფოტოები ვნახე, ჩემს მშობლებს გავუგზავნე და ყველა გაბედნიერდა. ეს საოცარია.
მოხარული ვარ და დიდი პატივია სხვა მოთამაშეებთან ერთად კედელზე ყოფნა. - აცხადებს kens5-თან ინტერვიუში სანდრო მამუკელაშვილი
მურალი სან ანტონიოელმა მხატვარმა ნიკ სოუპმა შექმნა, სწორედ მისი დახატულია ყველა მურალი Rudy's Seafood-ის კედლებზე. მამუს მურალი Icon Edition მაისურშია წარმოდგენილი. მოთამაშის სახელი ნახატის ირგვლივ რამდენჯერმე მეორდება (MAMU). ნამუშევარს გარს სპურსის რეტრო ფერებში გადაწყვეტილი წარწერები აკრავს.
MAMU! 🏀 The fan favorite gets a San Antonio honor with his mural. https://t.co/IbsbYJaEiB
— KENS 5 (@KENS5) April 18, 2025