დევინ ბუკერის Game Winner | ფინიქსმა ოკლაჰომა ბოლო წამზე დაამარცხა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ფინიქს სანსმა ოკლაჰომა სითი თანდერი 108:105 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ჯორდან გუდვინმა ჩააგდო, 25 ქულა ჰქონდა შაი გილჯეს-ალექსანდერს, 24 ქულა კი დევინ ბუკერმა ჩააგდო.
შეხვედრა გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ მატჩის ძირითადი დრო ბოლო წამამდე 105:105 იყო და ყველაფერი ოვერტაიმში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ბუკერმა თავისი შანსი კარგად გამოიყენა და შორეული სამქულიანი ზუსტად შეასრულა.
ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსი მე-7 ადგილზე მყარად დგას (21 მოგება, 14 მარცხი), ოკლაჰომა კი პირველზეა (30 მოგება, 6 მარცხი).