დენვერმა ლეიკერსს მე-3 მატჩიც მოუგო, ფილადელფიამ ნიუ იორკთან იმარჯვა
,,დენვერ ნაგეთსმა'' ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' პლეი-ოფის ზედიზედ მე-3 შეხვედრაში დაამარცხა. მაიკლ მელოუნის გუნდმა დღეს მეტოქეს სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 112:105 მოუგო.
,,დენვერს'' 29 ქულით, 15 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით აარონ გორდონმა ულიდერა. 24 ქულა, 15 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე.
,,ლეიკერსის'' შემადგენლობაში 33 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით ენტონი დევისი გამოირჩა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში ,,ფილადელფია სიქსერსმა'' ,,ნიუ იორკ ნიქსს'' უმასპინძლა და 125:114 იმარჯვა. შედეგად, გუნდებს შორის სერიაში ანგარიში 1:2 გახდა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ლიდერმა ჯოელ ემბიდმა, რომელმაც 50 ქულას, 8 მოხსნას, 4 ასისტსა და 1 მოხსნას მოუყარა თავი.
,,ნიქსის'' რიგებში 39 ქულით,13 ასისტითა და 2 მოხსნით საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო.
გუნდებს შორის სერიის მომავალი შეხვედრები კვირას, 28 აპრილს გაიმართება.