დენვერ ნაგეთსმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო | ინდიანამაც სხვაობა შეამცირა
NBA-ის პლეი ოფის მორიგ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, "დენვერ ნაგეთსი" "მინესოტა ტიმბერვულვზს" ესტუმრა, ხოლო "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ არენაზე "ნიუ იორკ ნიქსი" მიიღო. დენვერმა მოახერხა და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, მესამე თამაშში მათ სერიაში ანგარიში შეამცირეს (2:1) და 90:117 გაიმარჯვეს.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები 24-24 ქულით ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მიურეი იყვნენ, სერბმა კალათბურთელმა 14 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. დენვერის სამ კალათბურთელს ჰქონდა მატჩში ყველაზე კარგი მაჩვენებელი, მესამე კი მაიკლ პორტერი იყო, რომელმაც 21 ქულის მოგროვება შეძლო.
მინესოტელთა რიგებიდან ყველაზე მეტი 19 ქულა ენტონი ედვარდსმა ჩააგდო, 14 კი კარლ-ენტონი თაუნსს ჰქონდა.
მომდევნო მე-4 შეხვედრა კვლავ "მინესოტა ტიმბერვულვზის" არენაზე 13 მაისს გაიმართება.
პლეი ოფის კიდევ ერთ შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" 111:106 დაამარცხა. ინდიანამ საკუთარ არენაზე შეძლო და სხვაობა შეამცირა, ანგარიში ახლა 2:1-ია.
მატჩში ყველაზე შედეგიანი ერთნაირი 35-35 ქულით დონტე დივინჩენცო და ტაირის ჰალიბარტონი იყვნენ. 26-26 ქულები ჰქონდათ ჯეილენ ბრანსონს და პასკალ სიაკამის.
მომდევნო შეხვედრა ისევ ინდიანას არენაზე ხვალ 12 მაისს გაიმართება.