დენიელ გეფორდი უნიკალური სტატისტიკის დაფიქსირებას განაგრძობს
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ,,დალას მავერიქსმა'' ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109:99 დაამარცხა.
,,დალასის'' ცენტრმა, დენიელ გეფორდმა 10 ქულა, 7 დაფარება, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 25 წლის კალათბურთელმა შეხვედრაში 5-დან 5 ტყორცნა გამოიყენა და წინა ოთხ მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა - გეფორდი 5 მარტის შემდეგ, 100%-იანი სიზუსტით ისვრის.
ბოლო 5 მატჩში დენიელის სტატისტიკა ასეთია:
7-დან 7 ინდიანას წინააღმდეგ
5-დან 5 მაიამის წინააღმდეგ
7-დან 7 დეტროიტის წინააღმდეგ
9-დან 9 ჩიკაგოს წინააღმდეგ
5-დან 5 გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
გეფორდმა აცილების გარეშე ზედიზედ 33 ორქულიანი ჩააგდო, რაც NBA-ის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ ,,მავერიქსის'' ცენტრი მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც ზედიზედ 35 გამოყენებული ტყორცნაა.
,,დალასი'' მომავალ მატჩს ხვალ, ,,ოკლაჰომას'' წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში თუ გეფორდის პირველი 3 ნასროლი ზუსტი იქნება, ის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
Daniel Gafford last 5 games:
— NBA University (@NBA_University) March 14, 2024
7/7 FG
5/5 FG
7/7 FG
9/9 FG
5/5 FG
He has made 33 (!!!) straight FGA, 2 shy of Wilt Chamberlain’s consecutive FGM record - SO CLOSE TO HISTORY! Also added 7 blocks in a win over GSW tonight. Mavs 4 straight wins. pic.twitter.com/gGIazvO6ur