Belive

დამსახურებული აღიარება - ჯოელ ემბიდი რეგულარული სეზონის საუკეთესოდ დასახელდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ჯოელ ემბიდი დასახელდა.

"ფილადელფიას" ცენტრმა 2022/23 წლების სეზონის რეგულარულ სეზონში ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა და MVP-ს ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა. ემბიდი საშუალოდ 33.1 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ ჯოელ ემბიდი თავიდანვე ფავორიტის სტატუსით სარგებლობა და არაერთი საკალათბურთო მიმომხილველი წინასწარვე ვარაუდობდა, რომ MVP-ი სწორედ ის გახდებოდა. "ფილადელფიას" ლიდერმა 100 შესაძლო ხმიდან 73 მიიღო. "დენვერის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა 15 ხმა მიიღო, იანისი კი 12-ს დასჯერდა. მეოთხე ადგილი ჯეისონ ტეიტუმს ერგო ("ბოსტონ"), ხოლო მეხუთე ადგილს - შეი გილჯეს-ალექსანდერი ("ოკლაჰომა") დასჯერდა.

სხვა სტატიები