Belive

დალასის პირველი მარცხი - დონჩიჩის გუნდმა მოქმედ ჩემპიონთან წააგო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ
  • დღეს NBA-ში ახალი შიდასეზონური ტურნირი - NBA-ის თასი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 30-ვე გუნდი იღებს. გათამაშებაში ექვსი 5-გუნდიანი ჯგუფი გვხვდება და თითოეული მატჩის შედეგი რეგულარული სეზონის ნაწილი იქნება (შესაბამისად, გუნდებს ზედმეტი მატჩების ჩატარება არ მოუწევთ).

NBA-ის ახალ სეზონში, დასავლეთ კონფერენციაში, დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა - ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ,,დალას მავერიქსმა'' მოქმედ ჩემპიონ ,,დენვერ ნაგეთსთან'' სტუმრად 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:125 წააგო.

,,დენვერს'' ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა - სერბმა 33 ქულას, 14 მოხსნას, 9 პასს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. იოკიჩმა 14-დან 12 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

,,დალასის'' რიგებში 34 ქულით, 10 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 22 ქულა, 7 პასი, 4 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 მოხსნა იყო კაირი ირვინგის ანგარიშზე.

,,ნაგეთსი'' 5 მოგებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, ,,დალასი'' კი 4 გამარჯვებითა და ასევე 1 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები