Belive

დალას მავერიქსი პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის მეორე რაუნდში გასული 7 გუნდი უკვე ცნობილია. დღეს "დალას მავერიქსმა" "ფილადელფია სიქსერსს" სერიის მე-6 თამაშში მოუგო (114:101) და საბოლოო ანგარიში - 4:2 დააფიქსირა. მეორე რაუნდში გამსვლელი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა გამოსავლენი, "კლივლენდ კავალიერსსა" და "ორლანდო მეჯიქს" შორის სერიაში ანგარიში 3:3-ია და გამარჯვებული უკანასკნელმა, მე-7 მატჩმა უნდა გამოავლინოს.

დალასის გამარჯვებაში უდიდესი როლი ლიდერებმა, კაირი ირვინგმა და ლუკა დონჩიჩმა ითამაშეს. ირვინგი მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გახდა, 42 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი. კაირიმ 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, საერთო ჯამში კი 19-დან 11 ზუსტი სროლა შეასრულა. ლუკა დონჩიჩს თამაშიდან საშინელი პროცენტი ჰქონდა, მხოლოდ 1 სამქულიანი 10-დან, მაგრამ გუნდს 28 ქულა, 7 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

პლეი ოფის შემდეგ რაუნდში დალასის მეტოქე "ოკლაჰომა" იქნება, ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა პირველ წრეში "ნიუ ორლეანსი" 4:0 გაანადგურა.

სხვა სტატიები