Belive

,,ჩვენი დიდი აპლოდისმენტები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს'' - იტალიელები საქართველოს ნაკრებზე

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

პოპულარული იტალიური საკალათბურთო პორტალი La Giornata Tipo საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ექიმებზე წერს, რომლებმაც გუშინ, იტალიასთან მატჩში, მეტოქე გუნდის მთავარ ვარსკვლავს, დანილო გალინარის, ტრავმის მიღების შემდეგ, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს:

,,პირველები, ვინც გალინარის დაეხმარნენ, იყვნენ ქართველი ექიმები, რომლებიც მაშინვე პარკეტზე აღმოჩნდნენ. ჟესტი, რომელიც სავალდებულო არ არის, მაგრამ დიდ პროფესიონალიზმზე მიანიშნებს.

ეს ყველაფერი არ არის, მატჩის შემდეგ, გუნდის პერსონალი და ქართველი კალათბურთელები იტალიის გასახდელში გასამხნევებლად შევიდნენ, რადგან გალოს ტრავმამ ყველანი შოკში ჩააგდო.

ეს ყველაფერი ჩვენთან მნიშვნელოვანი მატჩის წაგების შემდეგ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ გალინარის დაზიანება, ალბათ, ნაკლებად სერიოზულია, ჩვენი დიდი აპლოდისმენტები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს,'' - წერს La Giornata Tipo-ს ფეისბუკ-გვერდი.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91-84 დაამარცხა.

ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს უკვე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ სექტემბერს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები