ბითაძის კარგი მატჩი | ორლანდომ ბოსტონს 20 ქულით მოუგო
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. "ორლანდომ" კი "ბოსტონს" უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით 96:76 დაამარცხა. გოგა ბითაძის "ორლანდომ" რეგულარულ სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა.
არასრული 21 წუთი მიეცა, საქართველოს ნაკრების ცენტრს - გოგა ბითაძეს, რომელმაც მიღებული დრო მშვენივრად გამოიყენა. გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მას მარგი ქმედების კოეფიციენტი +21 ჰქონდა, რითაც მხოლოდ თავის 2 თანაგუნდელს ჩამორჩა.
Goga Bitadze offensive rebound + no-look dime to the cutting Franz Wagner pic.twitter.com/kPWjzyBjF4
— The Magic Way (@MagicFilmRoom) April 9, 2025
„ორლანდოს“ 40 მოგება და 40 წაგება აქვს, რითიც აღმოსავლეთის კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს.