"ბრიტნი ფიქრობს, რომ მისმა ქვეყანამ დაივიწყა და უბრალოდ გამოიყენეს"- შერელ გრინერი
WNBA-ს ვარსკვლავის ბრიტნი გრინერის პარტნიორის განცხადებით, ქალი კალათბურთელი საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს და ძალიან ეშინია.
როგორც შერელ გრინერი CBS-სთან ინტერვიუში აცხადებს, ბრიტნის ეშინია იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ დაივიწყა.
"მას რუსეთში ყოფნა ძალიან აშინებს. ბრიტნი ფიქრობს, რომ მისმა ქვეყანამ დაივიწყა და უბრალოდ გამოიყენეს. ვფიქრობ, აშშ ვერ ხედავს ჩემი პარტნიორტის ქვეყანაში დაბრუნების აუცილებლობას. ის რა ადამიანი არ არის?"
Cherelle Griner is in the fight of her life to bring home her wife, Brittney Griner, who’s been sentenced to nine years in prison.
— CBS Mornings (@CBSMornings) October 6, 2022
She fears the worst: “I don’t know if she has anything left in her tank to continue to wake up every day and be in a place where she has no one.” pic.twitter.com/WR4fm5RRUt
შერელ გრინერი ჯო ბაიდენსაც კი, შეხვდა და მისი პარტნიორის პატიმრობის თემაზე გაესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ივლისში განაცხადა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბრიტნი სახლში დაბრუნებულიყო. ამ საკითხთან დაკავშირებულმა პირმა დაადასტურა, რომ რუსეთს შესთავაზა აშშ-ში პატიმრობაში მყოფი, რუსი იარაღის დილერის ვიქტორ ბუტის გათავისუფლება.
WNBA-ს ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს ცხრაწელიწადნახევარი მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც რუსეთის აეროპორტში ბარგში მარიხუანა აღმოუჩინეს. მისი დაკავება დიდი განხილვის საგანი გახდა და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ისეთი სპორტსმენები, როგორებიც მეგან რაპინო და სტეფ კარი არიან, მის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაწილიც ფიქრობს, რომ ბრიტნიმ კანონი დაარღვია და სასჯელს სამართლიანად იხდის.