Belive

ბოსტონს ახალ რეკორდამდე 1 სამქულიანი დააკლდა - სელტიქსმა ზედიზედ 13 მცდელობა ვერ გამოიყენა

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ახალი რეგულარული სეზონი ,,ბოსტონ სელტიქსისა'' და ,,ნიუ იორკ ნიქსის'' მატჩით გაიხსნა, რომელიც მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 132:109 დასრულდა.

,,სელტიქსმა'' დღეს 29 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, რითაც 2020 წელს ,,მილუოკის'' მიერ დამყარებული ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჯო მაზულას გუნდმა ერთპიროვნული რეკორდსმენობის იდეალური შანსი ხელიდან გაუშვა - ,,ბოსტონს'' 29 სამქულიანი მატჩის დასრულებამდე 8:55 წუთით ადრე ჰქონდა ჩაგდებული, შეხვედრის დასრულაბამდე კი პერიმეტრიდან მათი ზედიზედ 13 მცდელობა უშედეგო გამოდგა.

სხვა სტატიები