Belive

ბოსტონმა კონფერენციის ფინალის პირველი შეხვედრა მოიგო

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის პირველ ფინალურ დაპირისპირებაში "ბოსტონ სელტიკსმა" საკუთარ არენაზე "ინდიანა პეისერსი" ოვერტაიმში 133:128 დაამარცხა.

გუნდებს შორის შეხვედრა ქულა ქულაში მიმდინარეობდა, რომლის ძირითადი დრო ფრედ 117:117 დასრულდა, დამატებულ 5 წუთში კი ბოსტონურმა გუნდმა 5 ქულიანი სხვაობით მოგება მოახერხა და სერიაში დაწინაურდა.

მატჩში 36 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტუმი იყო, მან ასევე 12 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის გაფორმებაც შეძლო, შეხვედრის სამი ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე ბოსტონის რიგებიდან იყო, 28 ქულა ჯრუ ჰოლიდეის ჰქონდა, ხოლო 26 ჯეილენ ბრაუნს.

"პეისერსიდან" სამმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი, რომლებიც ასევე მატჩშიც თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები იყვნენ. 25 ქულა და 10 ასისტი ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზეა, პასკალ სიაკამი 24 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა, ხოლო მაილს ტერნერმა 23 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის მეორე ფინალური დაპირისპირება "ბოსტონ სელტიკსსა" და "ინდიანა პეისერს" შორის 24 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები