ბოსტონმა დალასთან სუპერფინალი გამარჯვებით გახსნა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის სუპერფინალის პირველ შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,დალას მავერიქსს'' უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107:89 დაამარცხა.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ ჯო მაზულას გუნდი მეტოქეს 28 ქულითაც უგებდა.
,,სელტიქსის'' რიგებში 22 ქულით, 6 მოხსნით, 3 დაფარებით, 3 ჩაჭრითა და 2 შედეგიანი გადაცემით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა. შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა კრისტაპს პორზინგისს, რომელიც პარკეტს 10-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა - ლატვიელის ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება იყო.
,,დალასს'' ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, სლოვენიელმა 30 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ასისტი მოაგროვა.
გუნდებს სორის მორიგი მატჩი ორშაბათს, 10 ივნისს, კვლავ ბოსტონში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.